მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის მოთოკვა მნიშვნელოვანია, სებ-ს პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს - ევა ბოჭორიშვილი

60841fb37f963
ანუკა ჯოხაძე
24.04.21 17:50
916
"2021 წელს წლიური ინფლაცია 7%-ის ფარგლებში იქნება”, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, ფასების ზრდა, ძირითადად, ლარის კურსის გაუფასურებით, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდით და კომუნალურების გადასახადის გაძვირებით არის განპირობებული.

მისი თქმით, აუცილებელია, ინფლაციის “მოთოკვა”, რადგან მარტში დაფიქსირებული 7.2%-იანი ინფლაცია საკმაოდ მაღალია.

“ფასებზე ზეწოლა გაცვლითი კურსიდან მომდინარეობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მსოფლიო ბაზარზე იზრდება სასაქონლო ფასები და კომუნალურებზე გადასახადის ზრდასაც თავისი გავლენა აქვს. პანდემიის პირობებში, როდესაც ფუნქციონირებს ბიზნესი, ეს არის დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ფასში აისახება. მარტში ძალიან მაღალი იყო ინფლაცია - 7,2%, უკვე გამოჩნდა ეს ეფექტები. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდში ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამ ეტაპზე ჩვენი პროგნოზია, რომ საშუალოდ წლიური ინფლაცია 7%-ის ფარგლებში იქნება, რაც საკმაოდ მაღალია. წინა პროგნოზით იყო 4,5-5%. ძალიან მნიშვნელოვანია, ინფლაციის მოთოკვა და ველოდებით, რომ მომდევნო სხდომაზე ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს", - ამბობს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.