მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერებს ჯერჯერობით არ ვაჩერებთ - კალაძე

5ea5884605fe3
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.20 17:07
1412
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ აჩერებენ ტენდერებს ინფრასტრქუტურულ პროექტებზე, რომელთა გამოცხადება დაგეგმილი იყო. ასე უპასუხა მან bm.ge-ს შეკითხვას, იგეგმება თუ არა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე კონკრეტული პროექტების შეჩერება, მაგალითად ვეფხი და მოყმის მიმდებარედ ხიდის მშენებლობა, ან მაღლივის საავტომობილო ხიდი.

“ტენდერებს, რომლებიც გამოსაცხადებელია არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რა აუცილებლობა და საჭიროებაც იქნება. თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და ისე გამოვალთ ამ რთული მდგომარეობიდან, გავაგრძელებთ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუკი პრობლემა იქნა და საჭირო იქნება ამ თანხების მიმართვა რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, მაშინ შევწყვიტავთ და არ გავაფორმებთ ხელშეკრულებებს. მარტივად, ეს პროექტები ვერ განხორციელდება წელს თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ არ ვაპირებთ მათ განხორციელებას. უბრალოდ, პრიორიტეტები იცვლება”,- აცხადებს თბილისის მერი.

მისივე თქმით, ბიუჯეტში ხარჯების ოპზტიმიზაცია მოუწევთ, თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.