მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს" - რა ეტაპზეა რუსთაველის რეაბილიტაცია, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს

რუსთაველი

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები, პარალელურად კი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სრული განახლება და ახალი კაბელ-არხების მოწყობა მიმდინარეობს - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად რუსთაველის გამზირზე:

  • სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები: კომპანია GWP ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ქსელების მოწყობას;
  • ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ ჩავა: ტროტუარებზე დაწყებულია სპეციალური კაბელ-არხების მოწყობა, სადაც ყველა საჰაერო სადენი განთავსდება;
  • განახლდება საქვეითო ინფრასტრუქტურა: მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტროტუარები, ახალი ბორდიურები და მოაჯირები;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიწისქვეშა გადასასვლელებს: ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა ეს სამუშაო ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 23 ივლისს საავტომობილო მოძრაობის სრულად შეზღუდვისთანავე ობიექტზე კომპანია GWP შევიდა.

„კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურისა და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები მოეწყოს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები“, - აღნიშნა
კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად კონტრაქტორი კომპანია აქტიურად ახორციელებს ტროტუარზე არსებული მოაჯირების, ბორდიურებისა და სხვა ელემენტების დემონტაჟს, რათა მომდევნო ეტაპზე განახლებული სივრცეები მოეწყოს.

თბილისის მერმა განმარტა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დღის საათებში მოპოვებული მასალის დასაწყობება ხდება, ხოლო ღამით. მისი გატანა და ახალი სამშენებლო მასალის შემოტანა, რათა დღისით მძიმე ტექნიკამ მოძრაობა დამატებით არ შეაფერხოს.

„აღსანიშნავია, რომ ყველა სამუშაო ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, რაც პროექტის შესრულების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ობიექტზე ღამის საათებში ხდება შეგროვებული მასალის გატანა, ასევე, ახალი სამშენებლო მასალის შეტანა, რომ დღის მანძილზე დიდი მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყოს. შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები