მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტენსიური თოვის გამო, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

5e28a34f8d125
BM.GE
22.01.20 23:20
857
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ bm.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

კერძოდ, დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.