მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: მოგვანიჭეთ სტატუსი, სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში

6475b6ba6e940
BM.GE
30.05.23 12:41
1080
ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში - ეს არის რეალობა, ამიტომ აქცენტი ჯობია გავაკეთოთ ოპოზიციის და მთავრობის გაერთიანებაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთან“ - ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ამიტომ ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც რუსეთს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაფერი მოქმედი ხელისუფლების გაკეთებულია.

„ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს და იტყვის, რომ ჩვენი გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.

პოლარიზაციის დასრულებაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა ასე უპასუხა:

„თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ შემდეგი GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.