მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: "ვარდების რევოლუციის" შედეგად ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა

60336dd74528e
ინგა მურუსიძე
22.02.21 12:36
3848
საქართველოს პრემიერ-მინისტობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განვლილ ბოლო 30 წელზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად ბევრი კარგი ნაბიჯისა, ქვეყანამ არაერთი შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგებსაც „დღეს ვიმკით“.

პრემიერობის კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანას ბევრი შიდა თუ გარე მტერი ჰყავს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ზოგი რამ უმეცრებით, ზოგი მერკანტილური მიზნებით „ბევრი რამ ცუდი დავმართეთ ჩვენს ქვეყანას“.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაზე საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი "ვარდების რევოლუციას".

მისივე თქმით, მასზე <რევოლუციაზე> მოსახლეობამ დიდი იმედები დაამყარა, თუმცა მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედოდ მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. მან მაგალითებად დაასახელა ადამიანების წამება, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ.

„უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, ერთი ხელის მოსმით ვერ შეიცვლებოდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხალხის გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგი იყო თავისუფლება დევნისა და წამებისგან, სახელმწიფო ინსიტუტების დეპოლიტიზაცია. თანდათან უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკის გაჯანსაღების, ჯანდაცვის სისტემის, სოციალური თანასწორობის მიმართულებით, დღევანდელი ჯარის და პოლიციის შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც დაგვხვდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობითვის: 2014-2015 წლებში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ეკონომიკა, შესაბამისად, 4.4% და 3%-ით გაიზარდა.