29.ივნისი .2022 19:03

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
views 517
უკან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვდა.


ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე ქვეყნის დასაწინაურებლად. 
 
 
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი,” - წერს ღარიბაშვილი "ტვიტერზე".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა