ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს. შეხვედრა შარლ მიშელის დღის წესრიგში, დღეს, 14 ივნისსაა ჩანიშნული.
შეხვედრა ბრიუსელის დროით 12:30 საათზე დაიწყება, თბილისის დროით კი - 14:30 საათზე.
ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.