მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება და დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

64952fe6ec948
თინათინ ნატმელაძე
23.06.23 09:48
463
ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით და მას აფასებს როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ.

ის ასევე მიესალმება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთ დასტურს იმის შესახებ, რომ საქართველო "საგარეო გავლენის შესახებ კანონის" მიღებას აღარ შეეცდება.

ევროსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე ასევე პოზიტიური ნაბიჯია და სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

"გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ახლა რეფორმებისთვის პოზიტიურ იმპულსს ქმნის და ქვეყანას უბიძგებს, რომ ევროპულ გზაზე წავიდეს.

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!", - წერია ევროსაბჭოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები