მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ევროპარლამენტარი

6494a12fe2a70
ალა ისპირიანი
22.06.23 23:26
561
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი გამოეხმაურა. მან სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილება მოუწონა და თქვა, რომ პრეზიდენტმა "ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა.

„ეს არის გულწრფელად მისასალმებელი სიახლე. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო“,- წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს ჰელსინკის კომისია გამოეხმაურა და პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გაბედული უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები