მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს

5da9dfb7a2191
დავით ჯალაღონია
19.10.19 13:25
875
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს.

ლარის კურსის მერყეობის ფონზე ეროვნული ბანკის ნაბიჯებზე მან „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

"როგორც მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე სარეზერვო მოთხოვნები ეს ის ინსტრუმენტებია, რომელსაც ცენტრალური ბანკი იყენებს, მენეჯმენტის თემაა, თვითონ ეროვნული ბაკი როგორ გრძნობს ამას. შესაძლებელია, უფრო ადრეც გაეკეთებინა, მაგრამ იგივე მონეტარულ საპროცენტო განაკვეთზე რიგგრეშე სხდომა ჩაატარა, პირველად მოხდა მსგავსი რამ.

რაც შეეხება სარეზერვო მოთხოვნებს, ეროვნული ბანკისთვის არის კარგი პერიოდი და არის ცუდი პერიოდი. ცენტრალურმა ბანკმა ჩათვალა, რომ ივნისის შემდეგ მისთვის შედარებით რთული პერიოდია დამდგარი და აქედან გამომდინარე, შეასუსტა და შეამცირა მოთხოვნები. ეს არის მენეჯემენჯის ინსტრუმენტი და აქედან გამომდინარე გამოიყენა ეს ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებს, პირველ რიგში, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც აქვს დრო და დროში გაწერილია, მაგრამ რაც შეეხება სარეზერვო მოთხოვნებს, ის უფრო ეფექტურია, სწრაფია და გავლენას ახდენს სავალუტო კურსზე და შიდა მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს", - განაცხადა კოვზანაძემ.