მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

5db7f5dd2f463
თელარა გელანტია
29.10.19 12:10
746
„ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ბატონ კოვზანაძესთან, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები, მიუხედავად საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება და სავალუტო ფონდის პროგნოზი იგივე რჩება - 4.6% მიმდინარე წლისთვის“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირიც ესწრებოდა, განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და გამოწვევები.

საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. თავის მხრივ დღევანდელ შეხვედრას, ხანგრძლივი და პროდუქტიული უწოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში, მათ შორის მომავალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ფისკალურ პოლიტიკას ეხება.

„ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა სავალუტო ფონდის მისიასთან. ჩვენ განვიხილეთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები ასევე ფინანსური მდგრადობის საკითხები საქართველოში. საუბარი იყო ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების კანონში ცვლილებებზე, რომელიც რეზოლუციის კანონს გულისხმობს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ, მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელზედაც დღეს ისაუბრეს ეხება სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელებას საქართველოში და ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტმა გააძლიეროს კონტროლი მონეტარულ ხელისუფლებაზე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა.