მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ხმალაძის თქმით, დღეს მიწისზედა მეტროს აშენება არ განიხილება

61bc75a683daf
მარიამ ვარადაშვილი
17.12.21 15:44
549
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დასრულდა.

ირაკლი ხმალაძის თქმითვე, აღნიშნული პროექტი განხორციელდება, თუმცა მისი პირადი აზრია, რომ პანდემიის პირობებში პროცესი ჯერ არ უნდა დაიწყოს.

“ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ. ამ კვლევის შედეგად, მივიღეთ ძირითადი მონაცემები, რის მიხედვითაც შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება. გარკვეულ პერიოდში ეს პროექტი განსახორციელებელია და ამას მუნიციპალიტეტი გააკეთებს იმ დანახარჯებისა და მოთხოვნის მიხედვით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში იქნება.

ორი წელია უკვე პანდემიის რეჟიმში ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე დასრულდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მკვეთრად შემცირებულია, შესაბამისად, პირადად, მე დღეს არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, რომ დაგვეწყო ამ პროექტის განხორციელება, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც ადრე თუ გვიან განსახორციელებელია”, - აცხადებს ხმალაძე.

ცნობისთვის: ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი, მუშაობა 2019 წელს დაასრულა. როგორც bm.ge-ისთან თბილისის მერის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე ამბობდა, ავსტრიულმა კომპანიამ კვლევის შედეგად 3 სცენარი შეიმუშავა და მერია მათგან ყველაზე ხარჯთსარგებლიანის შერჩევაზე მუშაობდა.