მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ორი მინისტრი და ვიცეპრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

5e6930f40ce9b
თამთა ჯიჯავაძე
11.03.20 22:37
833
ირანის ვიცეპრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირის კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ირანული მედია წერს, ბოლო შეხვედრებზე ვიცეპრეზიდენტი არ იმყოფებოდა, შესაბამისად გაჩნდა ეჭვი, რომ ის დაინფიცირებული იყო.

გარდა ამისა, კიდევ ორ მინისტრს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსი, მათ შორის კულტურის მინისტრს და ინდუსტრიის, სამთო მოპოვებითი სამუშაოებისა და ბიზნესის მინისტრს.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 9000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 350-ზე მეტი შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა.