მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ის, რომ ინფლაცია მიზნობრივზე მაღალია, არ ნიშნავს იმას, რომ ტარგეტირება არ მუშაობს“ - გვენეტაძე

60d34324c47f0
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.21 19:30
1129
„ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით მაღალია, არ ნიშნავს, რომ ინფლაციის ტარგეტირება „არ მუშაობს" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის 2021 წლის "გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების" ანგარიშისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მიმოხილვის წადგენისას განაცხადა.

მისი შეფასებით, რაოდენ არასასურველიც უნდა იყოს, მიმდინარე წელს მაღალი ინფლაცია გამოწვეულია პანდემიით და ეს პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას.

„საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება. ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით მაღალია, არ ნიშნავს, რომ ინფლაციის ტარგეტირება „არ მუშაობს". უნდა გვესმოდეს, რომ მიზნობრივი ინფლაცია წარმოადგენს ნომინალურ ღუზას (anchor) მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას. უფრო მეტიც, დაბალი მიზნობრივი ინფლაციის არსებობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ის არის ფაქტორი, რაც მაღალ ინფლაციურ პერიოდში, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს, რასაც აკეთებს კიდეც. ეს კი, დროთა განმავლობაში, ინფლაციას, რომელიც დღეს ერთჯერადი ფაქტორების გამო არის მაღალი, აუცილებლად დაეხმარება, რომ კვლავ შემცირდეს", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.