მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი საყოველთაო საგანგებო მდგომარეობას აწესებს

5f5f0ef300e62
ნათია თაქთაქიშვილი
14.09.20 10:45
1673
ისრაელი სამკვირიან საყოველთაო საგანგებო მდგომარეობას აწესებს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის პარასკევიდან შევა; მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანამ პირველი მკაცრი საგანგებო მდგომარეობა აპრილში გამოაცხადა და ამჟამად დაანონსებული საკარანტინე პერიოდი სიმკაცრით აპრილში დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას არ ჩამოუვარდება.

მთავრობის განკარგულებით, სამი კვირის განმავლობაში დაიხურება სკოლები, რესტორნები (გარდა მიტანის სერვისისა), გასართობი ცეტრები და ზოგიერთი ბიზნეს-ობიექტები. აღნიშნულ პერიოდში კერძო სექტორი, დისტანციურად, თანამშრომელთა შემცირებული რაოდენობით განაგრძობს ოპერირებას.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ითვალისწინებს დახურულ სივრცეებში - 10-ზე, ღიაში კი - 20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას. ასევე, შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4,217 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ცნობისთვის: ისრაელში კორონავირუსის 153,000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 1,108 ადამიანი.