მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენმა ხელი მოაწერა $95 მილიარდის დახმარების პაკეტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

$95 მილიარდის დახმარების პაკეტი, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, მოიცავს $61 მილიარდს უკრაინისთვის, $26 მილიარდს ისრაელისთვის, $8 მილიარდს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.

"საბოლოო ჯამში, ის გავაკეთეთ, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს - რთულ ვითარებას წარმატებით გავუმკლავდით", - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე ისაუბრა ვადებზე, თუ რამდენ ხანში გადაეცემა უკრაინას აღჭურვილობა:"რამდენიმე საათში დავიწყებთ უკრაინისთვის აღჭურვილობის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, არტილერიისთვის, სარაკეტო სისტემებისთვის და ჯავშანმანქანებისთვის".

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები