უკრაინისთვის Abrams-ის 31 ტანკს და ჯავშანტექნიკის გამოვყოფთ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრს სახლში გამოსვლის დროს განაცხადა.
“ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ტერიტორია და კონტრშეტევაზე გადავიდეს. ქვეყანა რომ გაათავისუფლონ, მათ თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდონ. გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკის და Abrams-ის 31 ტანკს”, - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის 31 ერთეული M1 Abrams-ის გადაცემის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ Bloomberg-ის ჟურნალისტმა, ენიფერ იაკობსმა გაავრცელა. მედია ასევე წერდა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ისაუბრებდა.