უკრაინამ და აშშ-მა ორმხრივი უსაფრთხოების 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს. ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი იტალიაში, G7-ის სამიტის ფორმატში მოაწერეს.
”ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ უკრაინის სანდო თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში", - თქვა ჯო ბაიდენმა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ასევე ასახავს ორი ქვეყნის საერთო ხედვას „სამართლიანი მშვიდობის“ მისაღწევად.
აშშ-ის პრეზიდენტმა G7-ის ფარგლებში მიღწეულ უკრაინის ფინანსური დახმარების გეგმაზეც ისაუბრა. გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ამონაგების გამოყენებით, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ G7-მა გადადგა მესამე „ძირითადი ნაბიჯი“ უკრაინის მხარდასაჭერად, მიღწეული შეთანხმებით სანქციების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ რუსეთის ომის ძალისხმევაში.
"კოლექტიური, ეს არის მოქმედებების ძლიერი ნაკრები და შექმნის უფრო ძლიერ საფუძველს უკრაინის წარმატებისთვის", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, იტალიაში G7-ის სამდღიანი სამიტი 13 ივნისს დაიწყო.