G7-მა მიაღწია შეთანხმებას, რომ წლის ბოლომდე უკრაინას 50 მილიარდი დოლარი გამოუყოს, რისთვისაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ ამონაგებს გამოიყენებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იტალიაში, 12 ივნისს, G7-ის სამიტამდე განაცხადა.
შესაბამისი თანხა კიევმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე მიიღოს. რაც შეეხება მექანიზმს, ამ თანხის უმეტესი ნაწილი გაცემული იქნება აშშ-ს მთავრობისგან სესხის სახით და უზრუნველყოფილი იქნება ამონაგებით, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივებიდანაა მიღებული. ფრანგი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეორიულად, სესხი, რომელსაც უკრაინა მიიღებს, დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით. საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღწეულია, მაგრამ ტექნიკური და იურიდიული დეტალები უნდა დაზუსტდეს.
იტალიაში G7-ის სამდღიანი სამიტი დღეს იწყება და ფოკუსირებულია უკრაინის დახმარებაზე. დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.