მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, 2027 ფისკალურ წელს ოსლო უკრაინისთვის $9.2 მილიარდის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს, რაც 2026 წელს გაწეული მხარდაჭერის მაჩვენებლის ანალოგიურია.

კიევში ვიზიტად მყოფმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება. ოსლოს პოზიციით, უკრაინის მხარდაჭერა და აღდგენა მხოლოდ დახმარება არ არის და ის უშუალოდ ევროპის უსაფრთხოებაში განხორციელებულ ინვესტიციას წარმოადგენს.

ამასთან, რეგიონში ვითარება კიდევ უფრო მწვავდება, ვინაიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ფრონტის ხაზს მიღმა არსებულ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების ინტენსივობა იზრდება. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა რუსულ ეკონომიკურ ობიექტებზე იერიშებით „პანდორას ყუთი“ გახსნა, რის გამოც მოსკოვი უკრაინის ყველაზე სენსიტიურ ეკონომიკურ სექტორებზე საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელი და 6 თვე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები