მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი მზად არის, Patriot-ის რაკეტების ქარხანა მის ტერიტორიაზე გაიხსნას

Patriot

პოლონეთის ხელისუფლებამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელი რაკეტების მწარმოებელი ქარხნის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების მზადყოფნა გამოთქვა. როგორც ირკვევა, ოფიციალურმა ვარშავამ ეს ინიციატივა უკრაინისთვის შეერთებული შტატების მიერ საწარმოო ლიცენზიის გადაცემის ფონზე გააჟღერა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკმა განაცხადა, რომ ვარშავის მხრიდან მსგავსი ინიციატივის გაჟღერება მიზნად უმნიშვნელოვანესი ობიექტის ე.წ. „უსაფრთხო ტერიტორიაზე“ მშენებლობას ისახავს. პოლონელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ თუ მსგავსი საწარმო უკრაინაში აიგება, ეს მას სერიოზული რისკების წინაშე დააყენებს

ცნობისთვის, ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის ცის დასაცავად გადამწყვეტ როლს ასრულებს. შესაბამისად, რუსული სარაკეტო იერიშების ფონზე, ოფიციალური კიევი მოკავშირეებისგან ჩამჭრელი რაკეტების მარაგების შევსებასა და საბრძოლო მასალის ერთობლივად წარმოების დაწყებას აქტიურად ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები