მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი ვარაუდობს, რომ ომში რუსეთის სამხედრო დანაკარგები მალე მილიონს მიაღწევს

უკრაინა

CBS News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივარაუდა, რომ ხუთწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობის მალე 1 მილიონამდე გაიზრდება. რაც შეეხება მხოლოდ წლევანდელ სტატისტიკას, უკრაინის ლიდერი მოელის, რომ 2026 წლის ბოლომდე რუსული არმიის დანაკარგები 300,000 სამხედროს მიაღწევს. პრეზიდენტის განმარტებით, მისი ვარაუდი მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ პირებს მოიცავს.

შედარებისთვის, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ომში 500,000-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული.

CBS-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ დღეს ვლადიმირ პუტინს რეალური მშვიდობა არ სურს. მისი თქმით, რუსეთის ლიდერი ცდილობს საბრძოლო მოქმედებების იმგვარად დასრულებას, რომ ეს შიდა აუდიტორიას გამარჯვებად გამოუცხადოს. ზელენსკის შეფასებით, ამ მიზნის მისაღწევად მოსკოვი დონეცკის ოლქის სრულ ოკუპაციას შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები