უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირი აღდგა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათმა დანაყოფებმა სისტემაზე წვდომა აღიდგინეს. როგორც Kyiv Independent-ი წერს, უწყება შეფერხების მიზეზების გასარკვევად შესაბამის მოლაპარაკებებს მაინც განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ SpaceX-მა 14 ოქტომბერს, გაფრთხილების გარეშე, ქსელის სიჩქარე საათში 160 კილომეტრამდე შეზღუდა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ აქტიური სამხედრო ოპერაციების, მათ შორის, დამრტყმელი და ჩამჭრელი დრონების მუშაობა შეაფერხა. უკრაინული მხარის განცხადებით, ოთხშაბათს სიჩქარის მაჩვენებლები კიდევ უფრო იყო შემცირებული.
აღსანიშნი ფაქტია, რომ გუშინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკს სერვისის სრულად აღდგენა მედიის საშუალებით სთხოვა. უკრაინის ლიდერის თქმით, ქსელის შეზღუდვა "დიდი შეცდომა" იყო. პრეზიდენტის ვარაუდით, პრობლემა ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები SpaceX-ის სატელიტურ ქსელს ბრძოლის ველზე კომუნიკაციისთვის აქტიურად იყენებენ. შესაბამისად, სისტემაში არსებულ ნებისმიერ შეფერხებას სამხედრო ოპერაციების მსვლელობაზე უარყოფითი გავლენა აქვს.
























