გრენლანდიის პარლამენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრაზე დოკუმენტს მხარი 16 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი არავის მიუცია.
ინფორმაციისთვის, აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ამ შეთანხმებას ხელი სექტემბერში მოაწერეს. ეს დოკუმენტი კუნძულზე ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას ითვალისწინებს, ორ ახალ სამხედრო ბაზას გზას უხსნის და ტრამპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა "Golden Dome"-ის განთავსებას მოიცავს.
პარალელურად, შეთანხმება დანიის სუვერენიტეტსა და გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ძალაში საბოლოოდ შესასვლელად დანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. დანიელი კანონმდებლები კანონპროექტს პირველი მოსმენით 11 ნოემბერს განიხილავენ, საბოლოო კენჭისყრა კი 19 ნოემბერს გაიმართება.
გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუტე ეგედემ ამ შეთანხმების რატიფიცირებას კუნძულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მან განაცხადა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებული მოცემულობა აღარ არის და საჭიროა გლობალური მოკავშირეების წრის გაფართოება.
























