23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას დაურეკა და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის, დროს ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან ომში უკრაინის მიმართ ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, რომელიც ასევე ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, სოციალურ მედიაში დაწერა, რომ დახმარების პაკეტი 125 მილიონი დოლარია. თეთრი სახლის განცხადებით, მასში შედის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა, ჯავშანტექნიკის რაკეტები და საბრძოლო მასალა.