მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ რადიუსზე მოქმედი ამერიკული რაკეტებით შეტევის ნება დართო

ბაიდენი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთზე შორ რადიუსზე მოქმედი ამერიკული რაკეტებით - ე.წ. ATACMS-ით შეტევის ნება დართო. როგორც დასავლური მედია წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვა, რომელიც ამ დრომდე უკრაინას არ აძლევდა შესაძლებლობას ამერიკული იარაღით განეხორციელებინა შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინა პირველ თავდასხმას ამერიკული რაკეტებით მომდევნო დღეებში განახორციელებს. სხვა დეტალი ჯერ უცნობია.

თეთრი სახლი ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე ორი თვით ადრე გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, რომ დაერთოთ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ნება. ეს ბაიდენის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მეტყველებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები