მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად დამატებით $105 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის 20 ოქტომბერს კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო დახმარებას გაუგზავნის, რათა დააფინანსოს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებები მნიშვნელოვანი პარტნიორების, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”ეს არის გონივრული ინვესტიცია, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებისთვის დივიდენდებს თაობებისთვის გადაიხდის. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარები საფრთხისგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ მსოფლიო, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მშვიდობიანი, უფრო აყვავებული ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა პირდაპირ ეთერში.

ბაიდენის თქმით, ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყოფი თანხა დაახლოებით $105 მილიარდი იქნება.

„ეს არის ისრაელის უსაფრთხოების მიმართ უპრეცედენტო ვალდებულება, რომელიც გააძლიერებს ისრაელის ხარისხობრივ სამხედრო უპირატესობას, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეთრ სახლს მოსალოდნელი დახმარების პაკეტის შესახებ ჯერ დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა, სანდო წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ეს პაკეტი მოიცავს:

  • $60 მილიარდს უკრაინისთვის და აშშ-ს მარაგების შევსებისთვის
  • $14 მილიარდი ისრაელისთვის
  • $10 მილიარდი ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის
  • $7 მილიარდი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, ტაივანის ჩათვლით
  • $14 მილიარდი აშშ-ს სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის

"ჩვენ ტერორისტებს, როგორიცაა ჰამასი და ტირანს, როგორიცაა პუტინი, არ გავამარჯვებინებთ, მე ამას არ დავუშვებ", - განაცხადა ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები