მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მიერ შექმნილი პრეპარატით, COVID-19-ის პაციენტების 93%-მა საავადმყოფო 5 დღეში დატოვა

61165f6b9adb6
BM.GE
13.08.21 16:01
4933
საბერძნეთში მიმდინარეობს თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შექმნილი პრეპარატის კლინიკური კვლევების მეორე ფაზა. ახალი პრეპარატი საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტების სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

გამოცემა Jerusalem Post-ის ცნობით, საბერძნეთის საავადმყოფოებში COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული 90 პაციენტიდან, რომლებიც ახალი COVID-19-ის პრეპარატით, EXO-CD24-ით მკურნალობდნენ, 93%-მა საავადმყოფო 5 ან ნაკლებ დღეში დატოვა.
"ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო ამ პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნება. ამ დრომდე არცერთ ჯგუგში არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი მოვლენა". - ამბობს პროფესორი ნადირ არბერი.

თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, რომ პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს ნოვატორულ ნაერთს, ეფუძნება გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს და მისი შესუნთქვა პირდაპირ ფილტვებში ხდება, რათა მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში არ განვითარდეს COVID-19-ის მიერ გამოწვეული ციტოკინური შტორმი.

2021 წლის გაზაფხულზე თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, რა დროსაც შეხვედრები გაიმართა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და NCDC-ის ხელმძღვანელებთან. მაშინ ითქვა, რომ განიხილებოდა ინოვაციური პრეპარატის კლინიკური კვლევების საქართველოში ჩატარებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები