მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მეწარმე 7 500-ლარიან გრანტს მიიღებს - ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

61f93b095cc02
ინგა მურუსიძე
01.02.22 19:55
1900
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის თანახმად, დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მხარდასაჭერად 7 500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ჯამში, გრანტს 26 მეწარმე მიიღებს, რომლებიც მინიმუმ ერთი დევნილის ან ეკომიგრანტის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ.

ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ეწევიან.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესგეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოში, მის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღება:
• თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
• გორი, სამების ქ. N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
ბიზნესგეგმის და თანდართული დოკუმენტაციის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge 

“პროგრამა პროექტის - „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ (EPIC) მხარდაჭერით ტარდება, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) სახელით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს”, - განმარტავენ სამინისტროში.