მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში შესაძლოა, კარანტინი ისევ გამოცხადდეს

5f103541b4864
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.20 16:22
1053
ისრაელში შესაძლოა, კარანტინი ისევ გამოცხადდეს, – ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 898 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ისრაელში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 44 ათასს აჭარბებს. დაღუპულია 380 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ოპერატიულ შტაბთან შეხვედრას მართავს.

ადგილობრივი მედიის ვარაუდით, შესაძლოა, ისრაელში კვლავ დაიხუროს სანაპიროები. ასევე სავარაუდოდ, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.