2022 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, შემცირებულია თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, თუმცა მათ შორის ყველაზე უარესი შედეგი Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta Platforms-სა და მის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს აქვს.
ერთი წლის განმავლობაში ცუკერბერგის ქონების შეფასება დაახლოებით 72 მილიარდი დოლარით შემცირდა და მან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-4 ადგილიდან 22-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ამერიკელი მეწარმისა და მისი ტექნოლოგიური კომპანიის დაღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად კომპანია Meta-ს ფინანსურ შედეგს და მის მიმართ ინვესტორთა განწყობის გაუარესებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Meta-ს შემოსავლები შემცირდა, რაც უოლ-სტრიტისთვის ნამდვილად შოკისმომგვრელ სიახლეს წარმოადგენდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 28.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - $29.1 მლრდ.
Meta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, შემოსავლების შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ზედმეტად გამყარებული ამერიკული დოლარი იყო. საგულისხმოა, რომ კვარტალური შედეგების გაუარესების მიზეზად აღნიშნულ ფაქტორებს ასახელებდნენ სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიებიც.
ექსპერტების შეფასებით, Meta-ს მთავარი გამოწვევა კონკურენტი პლატფორმის TikTok-ის გაძლიერებაა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, რომელშიც მომხმარებლები უჩვეულოდ დიდ დროს ატარებენ.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ Meta-ს მფლობელობაში არსებული მესიჯინგ პლატფორმა WhatsApp-ი ისევ წამგებიან პროექტად რჩება, რომლის კომერციალიზაციის რეალური სტრატეგია კომპანიას ჯერაც არ აქვს; Instagram-ის მიმართ კი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილებითა და აშკარად შესამჩნევი „ტიკტოკიფიკაციის“ პოლიტიკითაა განპირობებული.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Meta-ს მთავარი პროექტი – მეტავერსი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მის კომერციალიზაციაზე საუბარი უახლოეს მომავალში აზრს მოკლებულია. საგულისხმოა, რომ მეტავერსის დეპარტამენტის გამო მეორე კვარტალში კომპანიამ 2.81 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა.
Meta-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კომპანიის კვარტალური პროგნოზები შემცირებულია და გაფართოების სტრატეგიაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს.
„ეს რთული ვითარება ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს, ნაკლები რესურსებით უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს“, – ასე გამოეხმაურა ცუკერბერგი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის საკითხს.
ერთწლიან ჭრილში Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 59%-ითაა შემცირებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 383 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს Facebook-ის მშობელი კომპანიის საბაზრო ღირებულება $1-ტრილიონიან ნიშნულს აჭარბებდა, ცუკერბერგის ქონება კი $130 მილიარდს აღწევდა, ნაცვლად ამჟამინდელი $53 მილიარდისა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება