04.აგვისტო .2020 21:33

იტალიელი მოსახლეობის მხოლოდ 2.5%-ია COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების მატარებელი - კვლევა

views 578
უკან

კვლევის მიხედვით, რომელიც იტალიის მთავრობამ წითელ ჯვართან თანამშრომლობით ჩაატარა, იტალიელი მოსახლეობის მხოლოდ 2.5% ანუ 1,482,000-ია COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების მატარაბელი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდებოდა ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, ანტისხეულების მატარებელთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლომბარდის რეგიონში გამოვლინდა, რაც პროცენტულად 7.5%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სიცილიასა და სარდინიაზე, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 0.3%-ია COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების მატარებელი.

კვლევების მიხედვით, მოსახლეობის მესამედი, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ჩამოუყალიბდა, კორონავირუსი იმ ახლო ნათესავისგან გადაედო, ვისთანაც ერთად სახლში ცხოვრობდა.

გამოცემის მიხედვით, წითელმა ჯვარმა აღნიშნული კვლევა 25 მაისიდან-25 ივლისის პერიოდში 64,660 ადამიანზე ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა