03.აგვისტო .2020 12:20

იური გორდოკი: საქართველოში 800 ათასი მწეველია, ისინი უკეთეს არჩევანს იმსახურებენ

იური გორდოკი: საქართველოში 800 ათასი მწეველია, ისინი უკეთეს არჩევანს იმსახურებენ
views 3919
უკან

მსოფლიოში ამჟამად 1.1. მილიარდი მწეველია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, 2025 წლისათვის მოწევას 1 მილიარდ ადამიანზე მეტი გააგრძელებს. საქართველოში კი დაახლოებით 800 ათასი მწეველია. ამ მომხმარებლებისთვის თამბაქოს პროდუქტების მიწოდებას არაერთი კანონი არეგულირებს, მათ შორისაა თამბაქოს კონტროლის კანონი და საგადასახადო კოდექსი, რომელიც სააქციზო მოსაკრებლების ოდენობას განსაზღვრავს. 2019 წლის ბოლოს კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი გახურებად თამბაქოსთან დაკავშირებით. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ქართულ ბაზარზე ამ კატეგორიის პროდუქტების შემოტანა.

27 ივლისს, კომპანია “ფილიპ მორის საქართველომ” ქართულ ბაზარზე წარადგინა IQOS-ი, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობა, რომელიც FDA-ს დასკვნის მიხედვით, მინიმუმამდე ამცირებს მოწევის დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას, რადგან მოწყობილობა თამბაქოს წვის ნაცვლად იყენებს მისი გახურების ტექნოლოგიას.

კავკასიასა და მოლდოვაში “ფილიპ მორისის” გენერალური მენეჯერი, იური გორდოკი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ PMI-ის ამბიციურ მიზანს, მსოფლიოში სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება წარმოადგენს. ამიტომაც, კომპანიას $7.2 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს ჩადებული კვლევა-ძიების სამუშაოებზე (R&D). საქართველოში IQOS-ის წარდგენასთან დაკავშირებით კი გორდოკი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანს, მწეველებისთვის უკეთესი არჩევანის შეთავაზება წარმოადგენს.

“საქართველოში დაახლოებით 800 ათასი მწეველია, ეს ადამიანები იმსახურებენ უკეთეს არჩევანს. რომელიც მათ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებაში დაეხმარება. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მწეველებს შეუძლიათ არის სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება. თუმცა, რეალობა არის ის, რომ ბევრს არ სურთ მოწევის შეწყვეტა.

დღეს არსებობს არჩევანი. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონული სიგარეტებსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა,”- ამბობს იური გორდოკი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა