მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: კომუნალურების სუბსიდირებაზე, სავარაუდოდ, 200-300 მლნ ლარი დაიხარჯება

5f9bf2ebd8814
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 15:16
939
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე მთავრობა, დაახლოებით, 200-300 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, კომუნალურების სუბსიდირების ღირებულების ნაწილის (ნოემბერი-დეკემბერის) ათვისება 2020 წლის ბიუჯეტიდან მოხდება, ხოლო იანვარ-თებერვლის პერიოდი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„კომუნალურების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო მოცულობა ალბათ 200 - 300 მლნ ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა ეს არის სავარაუდო და ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ასეთი მზიანი ამინდები გაგრძელდა და ნოემბერი თბილი გვექნება, ეს თანხა შემცირდება", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში აისახება.