მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

5e42ab4a53f18
BM.GE
11.02.20 17:25
923
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. 

"აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის ვიზიტის წინ, მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა, გასული და მიმდინარე წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პოზიტიურად შეაფასა გასული წელი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების კუთხით, როგორიცაა: ბიუჯეტის შესრულება, ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მიმდინარე რეფორმები.

როგორც აღინიშნა, "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით სრულდება და არსებობს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ აპრილში, სსფ-ის შემფასებელი მისიის შეფასება, ასევე იქნება წარმატებული", – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.