მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი სელიმ ჩაკირი საქმიანობას ასრულებს

6499c91a38ff8
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 21:20
537
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივი წარმომადგენელი, სელიმ ჩაკირი მიმდინარე თვეში საქმიანობას ასრულებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდში BMG-ის განუცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოდან საქართველოში ფონდს ახალი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება. 

სელიმ ჩაკირი საქართველოში IMF-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტს 2019 წლის ივლისიდან იკავებდა. მან ამ თანამდებობაზე ფრანსუა პეშო შეცვალა. სელიმ ჩაკირი საქართველოში საქმიანობის დაწყებამდე ვაშინგტონში IMF-ის უფროსი ეკონომისტის პოსტზე მუშაობდა, იქამდე კი თურქული ბანკის, TEB (Türk Ekonomi Bankası) მთავარი ეკონომისტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები