საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკა ორმაგი რეალობის წინაშე დგას. ხელოვნური ინტელექტის ბუმი და ტექნოლოგიური ინვესტიციები მკვეთრად აძლიერებს ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყნებს, მაშინ როდესაც მაღალი ენერგომატარებლების ფასები და გეოპოლიტიკური კონფლიქტები მნიშვნელოვნად აფერხებს სხვა რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას.
IMF-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის 3.1%-ითაა პროგნოზირებული, ხოლო 2027 წლისთვის ანალიტიკოსები მშპ-ის 3.4%-მდე ზრდას ელოდებიან.
ამჯერად წარმოგიდგენთ მსოფლიოს ტოპ-10 უმსხვილეს ეკონომიკას მათი ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და გაგაცნობთ მათ საპროგნოზო ზრდის ტემპებს 2026-2027 წლების განმავლობაში:
| # | ქვეყანა | მშპ | ზრდა (2026) | ზრდა (2027) |
| 1 | აშშ | $32.38 ტრლნ | 2.3% | 2.3% |
| 2 | ჩინეთი | $20.85 ტრლნ | 4.5% | 4.0% |
| 3 | გერმანია | $5.45 ტრლნ | 1.3% | 1.1% |
| 4 | ბრიტანეთი | $4.27 ტრლნ | 1.3% | 1.2% |
| 5 | ინდოეთი | $4.15 ტრლნ | 7.0% | 7.0% |
| 6 | იაპონია | $4.34 ტრლნ | 0.7% | 0.7% |
| 7 | საფრანგეთი | $3.59 ტრლნ | 0.4% | 0.7% |
| 8 | იტალია | $2.74 ტრლნ | 0.8% | 0.6% |
| 9 | რუსეთი | $2.65 ტრლნ | 0.9% | 0.9% |
| 10 | ბრაზილია | $2.63 ტრლნ | 2.2% | 1.9% |
























