საერთაშორისო სავალუტო ფონდი, იგივე IMF გლობალური ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებად ქვეყნებს და ეკონომიკური კრიზისის წინაშე მყოფ სახელმწიფოებს სესხებსა და ტექნიკურ დახმარებას უწევს.
2026 წლის მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ყველაზე დიდი დავალიანება არგენტინას აქვს. სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ვალი $56.8 მილიარდს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2%-ია.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, სიაში მეორე ადგილს უკრაინა იკავებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დავალიანება $14.4 მილიარდს უტოლდება.
IMF-ის უმსხვილეს მოვალეთა ხუთეულში პაკისტანი, ეგვიპტე და ეკვადორიც მოხვდნენ.
წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც IMF-ის ყველაზე დიდი ვალი აქვთ:
- არგენტინა - $56.8 მლრდ
- უკრაინა - $14.4 მლრდ
- პაკისტანი - $10.8 მლრდ
- ეგვიპტე - $10.6 მლრდ
- ეკვადორი - $9.4 მლრდ
- კოტ-დ’ივუარი - $5.6 მლრდ
- განა - $4.0 მლრდ
- ბანგლადეში - $3.9 მლრდ
- კენია - $3.8 მლრდ
- კონგო - $3.3 მლრდ
























