საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF] საქართველოს ეკონომიკური ზრდის 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა.
დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში "მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა" ფონდი 2026 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის [GDP] 7.2%-იან ზრდას ელის, 2027 წელს კი 5.7%-იანი ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ ფონდმა მესამედ დააკორექტირა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ზრდის მიმართულებით, რადგან მიმდინარე წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი 5.3%-იან ზრდას ელოდებოდა.
რაც შეეხება ინფლაციას, IMF-ის პროგნოზით მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასების დონე ქვეყანაში 5.4% იქნება, 2027 წელს კი მიზნობრივ მაჩვენებელთან უფრო ახლოს 3.6%.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა.
























