მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისიდან დღეში 10 000-15 000 ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე

6092d7cdae1f3
თამთა ჯიჯავაძე
05.05.21 21:34
3495
არავინ მალავს იმას, რომ ჯერჯერობით დუნედ მივდივართ. ბოლო მონაცემებით, 51 190-მდე ადამიანია აცრილი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ვაქცინაციის დღიურმა საშუალო მაჩვენებელმა შედარებით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, 3 200-ზე მეტი ადამიანი აიცრა, მაშინ როდესაც გუშინ დაახლოებით 2800 იყო.

„ჩვენ ძალიან გვინდა რომ მაის-ივნისში დღეში 5 000 ადამიანი ავცრათ, რაც მოგვცემს იმის საფუძველს, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია, როცა ვაქცინის შესაბამისი მარაგები იქნება. დღეს, ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინის დაახლოებით 300 000 დოზაა, რაც თუ მაის-ივნისში დღეში 5000-5000 ადამიანს ავცრით, საკმარისი იქნება.

ხოლო ივლისიდან ვგეგმვათ უფრო მასშტაბურ ვაქცინაციას, როდესაც დღეში უნდა აიცრას 10 000-15000 ადამიანი. თუ ამას შევასრულებთ ყველა ერთად - ჩვენ, ჯანდაცვის მუშაკები, საზოგადოება და მედია - მაშინ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია უნდა შევძლოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ხოლო კითხვაზე, რაზე იქნება ამ პროცესის წარმატებულობა დამოკიდებული, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში ეს მოსახლეობის დამყოლობაზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, „თუ როგორ იმუშავებს ჩვენი საკომუნიკაციო კამპანია“.