17.ოქტომბერი .2019 11:30

იყიდება თუ არა "თელასი"? - ეკონომიკის მინისტრის განცხადება

views 1088
უკან

"თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ", - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია "თელასის" წილების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

კერძოდ, "ფორმულა ნიუსის" ინფორმაციით, ბიზნესმენები - ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი კომპანია "თელასის" გამოსყიდვას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. "თელასით" დაინტერესებას "ფორმულასთან" მაქაცარია არ უარყოფს. იგი წილებს არაერთ კომპანიაში ფლობს, მათ შორის "ყაზტრანსგაზში".

"ფორმულას" ინფორმაციითვე, "თელასის" წილის შესყიდვასთან დაკავშირებით ხვიჩა მაქაცარია მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს.