14.აგვისტო .2020 19:00

იზოლაციისა და კარანტინის წესებში ცვლილებები შევიდა - მთავრობის დადგენილება

views 1184
უკან

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს 495-ე დადგენილების საფუძველზე „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

კონკრეტულად კი ცვლილებების მიხედვით, საკარანტინო პერიოდი განისაზღვრა ნაცვლად არსებული 14 დღისა, 12 დღით.

მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით უცხოეთიდან ან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირს, ასევე პირს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კოვიდ-ინფიცირებულთან 12-დღიანი კარანტინის გავლა მოუწხევს.

ამასთან მე-11 პუნქტის მიხედვით, პირი თავსდება 12-დღიან იზოლაციაში, ხოლო თუ ის თვითიზოლაციიდან კარანტინში გადავა ან პირიქით, დააკლდება ის დღეები, რომელიც მან თვითიზოლაციაში, ან კარანტინში გაატარა.

11 პირველი მუხლის მე-2 პუნქტით პირები, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შემოდიან უნდა წარადგინონ ვიზიტამდე 72 საათით ადრე გაკეთებული ტესტი, ხოლო შემდეგ 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, რომელსაც შესაბამისი საჯარო დაწესებულება აანაზღაურებს.

რაც შეეხება ბიზნეს ვიზიტით ქვეყანაში შემომსვლელ პირებს, 112 მუხლის მე-6 პუნქტით მათაც უნდა წარადგინონ შემოსვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული კოვიდ-კვლევის უარყოფითი პასუხი, ხოლო შემდეგ 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით.

ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.“ 

ცვლილებები შეეხებათ ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან გამოსულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა