„ეკატერინე ტიკარაძის გვერდით ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები და ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად“, - ასე უპასუხა დღეს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ იჯდა ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე ყოფილი მინისტრის გვერდით.
საქმე ის არის, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისი კანდიდატურაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება.
„მინდა, ეკატერინე ტიკარაძეს წარმატებები ვუსურვო. მის გვერდით ჯდომა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თანაგუნდელები, ის რჩება პოლიტსაბჭოს წევრად და დარწმუნებული ვარ, თავის წვლილს შეიტანს საქართველოს წარმატებაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და იქვე დასძინა, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის შერჩევის მიზნით, გუნდში კონსულტაციები მიდის და საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
„პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესებს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული, პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით ესაა პანდემია და პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის საჭიროებები. პანდემიის დასრულება შესაძლებელია ვაქცინაციით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილა თალაკვაძის კანდიდატურა და რატომ იჯდა ის ყოფილი მინისტრის გვერდით, ამის შესახებ მედიამ დღეს კითხვები ეკატერინე ტიკარაძესაც დაუსვა.
„არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბექგრაუნდი არის ჯანდაცვასთან დაკავშირებული, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება