მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი - "საჭიროების შემთხევაში სრული კარანტინიც იქნება"

5e9832d1bbee0
ინგა მურუსიძე
16.04.20 14:42
969
საჭიროების შემთხევაში სრული კარანტინიც იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრს ყველაფრის მიუხედავად იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ გახდება მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.

„სამხედრო რეჟიმის მართვის შემოღებას არ ვფიქრობთ, ვინაიდან საქართველო არის გარკვეულწილად დემოკრატიული სახელმწიფო. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ვთვლი, რომ ჩვენს მოქალაქეებთან დიალოგის, გახსნილობის და გამჭვირვალე ურთიერთობის შედეგად ისინი გაიაზრებენ თუ რა რისკის ქვეშ იმყოფება არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და შესაბამის ღონისძიებებს აუცილებლად მიმართავენ. სრულ კარანტინსაც განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში ასეც იქნება, თუმცა იმედი მაქვს, ეს არ დაგვჭირდება ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.