მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, მისი რეფორმები თავისუფალი ბაზრის პრინციპს არ ეწინააღმდეგება

5db6b1cf0d770
თელარა გელანტია
28.10.19 13:14
1006
„ის რაც დღეს, ჩვენს პრეზენტაციაზე გაჟღერდა, სავსებით არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს“, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას, ასევე, მედიკამენტების ჭარბად დანიშვნაზე კონტროლის დაწყებას და ფასების რეგულირებას შეეხებოდა.

„ის რაც დღეს, ჩვენს პრეზენტაციაზე გაჟღერდა, სავსებით არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ფასწარმოქმნის სისტემა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის ყველა სუბიექტი მსგავსად რეგულირდება. ეს იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ შეძლოს ხარისხის მართვა და ქვეყანაში იყოს ჯანმრთელი კონკურენცია“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.