მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის - მთავრობის 520-ე დადგენილებაში ცვლილებებია

5df88350bf224
ინგა მურუსიძე
17.12.19 11:30
6762
ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის და მზადაა, მთავრობის 520-ე დადგენილებაში რიგი ცვლილებები განახორციელოს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეფიბრილატორის გამოყენება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ანაზღაურდება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში განფასება თავიდან მოხდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დეფიბრილიტორთან დაკავშირებით, რაზეც დიდი მღელვარება იყო  - დეფიბრილიტორის გამოყენება ანაზღაურდება ფაქტიური დანახარჯის მიხედვით. ასევე მიმდინარეობს რთული, განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობის ცალკე განფასებისთვის მსჯელობა.  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობები, რაც არის იშვიათი, თუმცა მათი ფინანსური ზეგავლენა მაღალია, ამ შემთხვევებზეც გაკეთდება განფასება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.