მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს რეგულირება ექიმებისთვის არის“ - გაბუნია კლინიკების რეგულირების ახალ წესზე

6489d91ba2f9e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.23 22:30
747
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "ჯანდაცვის შესახებ კანონში" ცვლილებები, რაც სასამართლოს ნებართვის გარეშე სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების რეგულირებას მოიცავს, ექიმებზეა მიმართული. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების შესახებ საუბრისას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებების მრავალჯერადი დაჯარიმების შემდეგ კომისია სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავდა. ახალი რეგულაცია კი მდგომარეობას გამოასწორებს.

„ექიმებისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი საქმიანობის ხელშემწყობი გარემო. ეს რეგულირება განსხვავებული წესით განიხილავს დაწესებულების სანქცირების საკითხს და ექიმს ეკისრება პროფესიული პასუხისმგებლობა თუ მან რაღაც მიზეზის გამო ვერ შეასრულა ჯეროვნად თავისი მოვალეობა. ხშირად ხდება ისე, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო არასასურველი გამოსავალი დადგა, ამ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობით პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი მაინც ექიმის დგება და საბჭოს მისი სერტიფიკატის შეჩერების გადაწყვეტილებაც შეიძლება მიიღოს, თუმცა ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში ექიმს, რომ მეტი ხელშემწყობი პირობები ჰქონოდა ინფექციის კონტროლის კუთხით, რატომ რთულდება შემთხვევები?

რთულდება საავადმყოფოში შიდა ინფექციის გადაცემის გამო, როდესაც კლინიკამ ორჯერ გადაიხადა ჯარიმა და მარეგულირებელმა უთხრა, რომ არ აქვს კარგად ინფექციის კონტროლი, ამის გამო ჩვენ ბოლოს ისევ ექიმის საკითხი განვიხილეთ. ეს რეგულირება ექიმებისთვის არის, სამედიცინო პერსონალისთვის, რომ მათ მიეცეთ უსაფრთხო, გამართულ გარემოში ფუნქციონირების შესაძლებლობა. რეპუტაციულ ზარალს იძლევა არა ის, რომ მარეგულირებელმა დარღვევა აღმოაჩინა, არამედ რეპუტაციულ ზარალს იძლევა ის გარდაცვალების შემთხვევები, რომელიც კლინიკაში ფიქსირდება, რაზეც შემდეგ რეზონანსული საქმეები დგება.

ვერ ვიტყვი, რომ სასამართლოს გარეშე მარეგულირებლის ოპერატიული შესვლა ამ ყველაფერს აღმოფხვრის, მაგრამ ეს ინტერვენციები ერთმანეთს ემატება და აძლიერებს - ჯარიმების პრევენციული ეფექტი, ლიცენზიის შეჩერების, რომელიც სამედიცინო დაწესებულების მოტივაციას ზრდის, რომ ამ ტიპის დარღვევები არ დაუშვას. სამედიცინო დაწესებულებისთვის 100 ან 500 ლარს რომ გადაიხდის, ეს არ არის მისთვის დანაკარგი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები