ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე არსებულ საწოლფონდზე ისაუბრა. მისი თქმით, მზარდი კოვიდ-სტატისტიკის გათვალისწინებით, მთავრობა საწოლების დატვირთვის დინამიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს „საწოლების რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია“, დამატებითი covid-საწოლების მობილიზება უკვე დაიწყეს.
"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობის მატულობს, მოხდეს დამატებითი საწოლების მობილიზება. ახლა, ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ ამ კლინიკებთან შეხვედრა მიმიდინარეობს და არსებული კლინიკები, რომლებიც დღეს კოვიდ-ინფექციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლოსთვის კოვიდ-ინფექციის მართვაში სრულად ჩაერთვებიან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კითხვას - "რატომ დაიწყო სამინისტრომ საწოლების რაოდენობასა თუ სასუნთქი აპარტების მობილიზებაზე ზრუნვა ახლა", მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ჩვენ ახლა არ ვახდენთ საწოლების და სასუნთქი აპარატების მოძიებას. უბრალოდ, არსებულ საწოლფონდში არსებულ ლოკაციებზე ვახდენთ საწოლების დამატებას, რაც გულისხმობს იმას, რომ კლინიკა რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მონაწილეობდა კოვიდ-ინფექციის მართვაში და მას 170 საწოლიდან კოვიდ-ის სამართვად მხოლოდ 30 საწოლი ჰქონდა გამოყოფილი, დღეს ის დაამატებს 140 საწოლს, რომელიც მისი საწოლფონდის სრული მოცულობა იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ სასუნთქი აპარტის რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 150-ზე მეტი სასუთქი აპარატია თავისუფალი.
"მიუხედავად ამისა, ამ კლინკების ბაზაზე სასუნთქ აპარატებს დავამატებთ. ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებთ კოვიდ-ინფიცირებული კრიტიკული პაციენტიების რიცხვს, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით მკურნალობს და სწორედ ამ პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილიანობის მატებაც და ამას საწოლფონდის ან სასუნთქი აპარატების რესურსთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია“, - აღნიშნა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ