მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის სამედიცინო პერსონალის სიებს ამზადებს

60114e0822bdd
ინგა მურუსიძე
27.01.21 23:00
486
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უკვე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გადაგზავნილია მოთხოვნა იმის შესახებ, რომ წარდგენილი იყოს დეტალური სიები, თუ ვინ მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში.

ტიკარაძის თქმით, სამინისტრო ელოდება სიებს, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ აცრები დაიწყოს.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინას ელოდება თებერვლის ბოლოსთვის და ამჟამად მუშაობს მიღებული ვაქცინის დოზების გაზრდაზე.

„სულ უნდა გაიტესტოს მოსახლეობის 60%. 20%-ს დააკმაყოფილებს კოვაქს-პლატფორმა, დანარჩენს მივიღებთ მწარმოებლებისგან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.